საქართველოს პარლამენტი 7 მილიონის ავტომობილებს ყიდულობს

Published:

საქართველოს პარლამენტი 6 712 230 ლარის 60 ერთეულ ავტომობილს ყიდულობს. დღეს, 12 ივლისს გამოცხადებულ ტენდერზე, განაცხადების მიღება 13 აგვისტოს სრულდება.

სატენდერო პირობების მიხედვით, პარლამენტი გეგმავს, რომ I კლასის მსუბუქი, სედანის ტიპის, ჰიბრიდული ავტომობილები შეიძინოს, ამასთან, ერთი ერთეული ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებად განისაზღვრება არაუმეტეს 92,630.00 ლარი, ხოლო 150 000 კმ-ზე ერთეული ავტომანქანის ზღვრული გეგმური მომსახურების ღირებულებად – არაუმეტეს 12,640.50 ლარი.

გარდა ამისა, პირობების თანახმად, ავტომობილები უნდა იყოს იყოს 2024 წლის გამოშვება, (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო, განბაჟებული. 

აუცილებლად უნდა იყოს მარცხენასაჭიანი, ფერი კი – „ნებისმიერი, გარდა შავისა“.

როგორც სატენდერო პირობებში ვკითხულობთ, მიმწოდებელი ვალდებულია ავტომობილები მიიყვანოს თბილისის მასშტაბით, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ ადგილას.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img