IMF გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზს 3.2%-მდე ზრდის

Published:

მსოფლიო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2024 წელს გლობალური ეკონომიკა 3.2%-ით გაიზრდება. ამასთან ერთად, ფონდმა 2025 წლის აპრილის 3.2 პროცენტიანი პროგნოზი, ივლისში 0.1 პუნქტით 3.3%-მდე გააუმჯობესა. ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყნების ნაწილში ეკონომიკის ზრდა დაფიქსირდა, თუმცა იაპონიასა და ამერიკის ეკონომიკებში კლების ტენდენცია შეინიშნებოდა. ორი მოწინავე ეკონომიკისგან განსხვავებით, ევროპაში ეკონომიკის აღდგენის პროცესი გაგრძელდა.

IMF-ის 2024 წლის ივლისის შეფასებით, მომსახურების სფეროში ფასების ზრდა აფერხებს დეზინფლაციის პროცესს გლობალურად. ფონდის შეფასებით, აღნიშნული პროცესი აფერხებს მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციას.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ინფლაციის ზრდის რისკები გაიზრდება და შემდეგ უკვე აისახება საპროცენტო განაკვეთების გრძელვადიანად ზრდაში. თავის მხრივ, ვაჭრობის მიმართულებით დაძაბულობა და პოლიტიკური გაურკვევლობა ზრდის ფასების სტაბილურობის პროცესს აფერხებს.

IMF პროგნოზირებს, რომ მსოფლიო მოწინავე ეკონომიკებიდან ყველაზე მეტად აშშ-ის გაიზრდება, კერძოდ, პროგნოზით 2024 წელს ამერიკის ეკონომიკური ზრდა 2.6% იქნება, ევროზონაში კი ეკონომიკური ზრდა 0.9%-ს გაუტოლდება.

ამასთანავე, მსოფლიო სავალუტო ფონდის გერმანიაში 0.2%-იან ზრდას პროგნოზირებს, საფრანგეთში 0.9%-იანს, იტალიაში 0.7%, ესპანეთში 2.4%-იანს, იაპონიაში 0.7%-იანს, გაერთიანებულ სამეფოში ეკონომიკა მიმდინარე წელს 0.7%-ით გაიზარდა, ხოლო კანადაში 1.3%-ით.

რაც შეეხება ჩინეთს, აქ მსოფლიო სავალუტო ფონდი ეკონომიკის 5%-იან ზრდას პროგნოზირებს, რუსეთში 3.2%-იანს, ხოლო ინდოეთში 7%-იან ზრდას.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img