ოლიმპიადის ორგანიზაციის კომიტეტი ბოდიშს იხდის და აცხადებს, რომ ცერემონიის მიზანი არ ყოფილა რომელიმე რელიგიური ჯგუფის შეურაცხყოფა და თუ უნებლიედ ასე მოხდა სამწუხაროა.
„ჩვენ არ გვქონდა არანაირი განზრახვა, რომ რომელიმე რელიგიური ჯგუფის მიმართ უპატივცემულობა გვეჩვენებინა. გახსნის ცერემონია მიმართული იყო საზოგადოების მოთმინების აღქმისკენ. ჩვენ გვჯერა, რომ ამ მიზანს მივაღწიეთ. თუ ვინმეს ამით შეურაცხყოფა მივაყენეთ, ჩვენ ძალიან ვწუხვართ“, – განაცხადა ოლიმპიადის ორგანიზაციული კომიტეტის დირექტორმა კომუნიკაციების მიმართულებით ენნ დესკამმა.
ზოგიერთმა კომპანიამ, მაგალითად ამერიკულმა C Spire-მა სკანდალური გახსნის ცერემონიის შემდეგ, ოლიმპიადაზე საკუთარი რეკლამის გაშვება გადაიფიქრა.