“ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება

Published:

” ევოლუშენ ჯორჯას” გაფიცული თანამშრომლები, გაჩერებას არ აპირებენ. აზარტული თამაშების ოპერატორ კომპანიას, თანამშრომლებმა 44 მოთხოვნა წაუყენეს, თუმცა კომპანია დუმს. გაფიცულები კომპანიას ვადას 1 აგვისტომდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მასშტაბურ პროტეტს აანონსებენ.

44 მოთხოვნას შორის, 3 ძირითადი მოთხოვნა ადამიანური სამუშაო პირობები, ხელფასის მატება და უსაფუძვლოდ გაშვებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენაა.

მათი თქმით, თუ ადმინსტაციას, 3 დღეში პასუხი არ ექნება, გაფიცვა მაშტაბურ სახზეს მიიღებს.

1 აგვისტოს გავაჩერებთ ,,ევოლუშენს“ დავიწყებთ რევოლუციას და გავიგებთ ამ ყველაფერს შიგნით გამარჯვებულები, რომ დავბრუნდებით, თუმცა მივიჩნევთ, რომ ეს გამარჯვებისათვის გადადგმული პირველი ნაბიჯია, რაც შეეხება პირველ აგვისტოს. პირველ აგვისტოს ვგეგმავთ სოლიდარობის ჯაჭვს, არ იქნება არანაირი სახით აგრესიული“

 “პირველში ვაჩერებთ ,,ევოლუშენს” სრულად, გვექნება მასშტაბური აქცია, იქნება ჯაჭვი და ვინ შემოგვიერთდება შემოგვიერთდება ჯაჭვში. ვიცი ძაან ბევრი გვიერთდება და სრული გაჩერება იქნება ევოლუშენის პირველში”- აცხადებენ გაფუცულები. 

გაფიცულები ამტკიცებენ, რომ მათ რთულ პირობებში უწევთ მუშაობა. ამბობენ, რომ სტუდიებში აქვთ ვენტილაციისა და ტემპერატურის კონტროლის პრობლემა, ხოლო შენობების საპირფარეშოებში ანტისანიტარიაა, სამუშაო ადგილებზე მწერები კბენენ. ხოლო სკამები, რომლებზეც სხედან, ხერხემლის პრობლემებს უქმნით.

დასაქმებულების პროტესტს წინ უსწრებს „ევოლუშენ საქართველოს“ მენეჯერების ჩათის მიმოწერების გავრცელება, სადაც დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება სახეზეა. 

ჩანაწერების მიხედვით, ე.წ. თიმმენეჯერები დასცინიან  თანამშრომლებს ფრჩხილის სიგრძის, წონის თუ კანის ფერის გამო. 

„ევოლუშენ საქართველო“ მენეჯერების შიდა მიმოწერის შინაარსს გაემიჯნა.  „დაწყებულია შესაბამისი მოქმედებები, რათა გამოკვლეულ იქნას პრობლემის სათავე და მიიღონ უმკაცრესი ზომები“ – ეწერა განცხადებაში. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img