კახეთის ერთ-ერთი სოფლიდან ახალგაზრდა ქალი გაიტაცეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
გატაცების ამსახველი ვიდეო-კადრებიდან ჩანს, რომ ქალი ძალის გამოყენებით გაიტაცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. გატაცებული ქალის ძებნაში პოლიცია ჩართულია.