ქედაში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

Published:

ავტოსაგზაო შემთხვევას ქედის მუნიციპალიტეტში მსხვერპლი მოჰყვა – დაიღუპა ერთი და დაშავდა ერთი ადამიანი. ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა.

შემთხვევის ადგილას მისულ სასწრაფო სამედიცინო სამსახურს ერთი დაღუპული კაცის ცხედარი დახვდა, დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც “რუსთავი 2-ს” შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img