“მტკიცებულებები გაანადგურეს” – 20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმე

Published:

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე ახალი გარემოებები ხდება ცნობილი. ოჯახის განცხადებით, ექსპერტიზიდან მიიღეს პასუხი, რომ წაშლილია კლინიკის კამერების ვიდეო ჩანაწერები. უფლებადამცველები საქმის მიზანმიმართულად გაჭიანურებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ სამედიცინო ექსპერტიზის პასუხები ოჯახს ამ დრომდე არ აქვს.

“გოფოძემ მომაწოდა სიცრუე მითხრა იმასთან დაკავშირებით, რომ არ ხდებოდა აღნიშნული ჩანაწერები და ვერ მოგაწვდითო. სინამდვილეში, ექსპერტიზამ დაადგინა სხვაგვარად, დაადგინა ის გარემოება, რომ თურმე იწერებოდა, მაგრამ მიზანმიმართულად არის წაშლილი აღნიშნული სათვალთვალო კამერები…. მიზანმიმართულად გაანადგურეს მტკიცებულებები კლინიკის წარმომადგენლებმა”, – ამბობს გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა.
ადვოკატი ვასილ მამულაშვილი აცხადებს, რომ არ აქვთ ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც იტყვის, რა კავშირი აქვთ მედიცინის მუშაკებს დამდგარ შედეგთან. მისი თქმით, ამ მიმართულებით არანაირი ქმედითი ნაბიჯები არ იდგმება.

“როდესაც სამი წელი მინიმუმ ექსპერტიზის დასკვნას ველოდებით, საუბარი ზედმეტია რაიმე სახის მართლმსაჯულებაზე. ჩვენ ველოდებოდით ორ მნიშვნელოვან დასკვნას, ერთი დასკვნა ეს არის კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი გახდა უკვე დასრულებულია და შედგები არის უარყოფითი, იმ კუთხით, რომ ეს ჩანაწერები არის განადგურებული”, – თქვა ადვოკატმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img