ბლინკენი „ჰამასის“ ლიდერის დაღუპვაზე – ეს არის ის, რის შესახებაც ჩვენ არ ვიცოდით და მონაწილეობა არ მიგვიღია

Published:

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი თეირანში, საჰაერო თავდასხმის შედეგად, „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს დაღუპვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

მისი თქმით, “სპეკულირება ძალიან რთულია“.

ბლინკენი ამბობს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა აუცილებელია.

ეს არის ის, რის შესახებაც ჩვენ არ ვიცოდით ან მონაწილეობა არ მიგვიღია. სპეკულირება ძალიან რთულია“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

პალესტინური დაჯგუფება „ჰამასი“ აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში, მის რეზიდენციაზე ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img