3 აგვისტოდან ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება

Published:

3 აგვისტოდან ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სხვა საგნების პირველადი შედეგების გამოქვეყნება ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე გაგრძელდება.

„ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 3 აგვისტოდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://online.naec.ge/defonline/, შესაბამის ველში კი შეიყვანოს პირადი თერთმეტნიშნა ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე გამოაქვეყნებს აბიტურიენტთა პირველად შედეგებს სხვა საგამოცდო საგნებშიც. გისურვებთ წარმატებას!“- ნათქვამია ინფორმაციაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img