ამილახვარი ახალ კანონზე – რაც კანონშია გაწერილი, უნდა შეასრულონ, მორჩა!

Published:

კანონში გაწერილია ყველა კანონისმიერი მოქმედება. ამიტომ მათ მოვუწოდებ, დაემორჩილონ კანონს და კანონის ნორმები შეასრულონ! წერტილი! – ასე უპასუხა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

“რაც კანონშია გაწერილი, ის უნდა შეასრულონ, მორჩა!“, – განაცხადა მინისტრმა.

დღეიდან ძალაშია “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ყველა ის ნორმა, რომელიც არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას ავალდებულებს. რეესტრში რეგისტრირება სავალდებულო ხდება ყველა იმ ორგანიზაციისთვის, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული.

ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებლის სტატუსით რეესტრში დარეგისტრირებისთვის ერთ თვიანი ვადა აქვთ. სექტემბრიდან კი, იუსტიციის სამინისტრო მონიტორინგს დაიწყებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img