„ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლები მორიგ აქციას მართავენ

Published:

კომპანია „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლები მორიგ აქციას მართავენ. როგორც ჟურნალისტებს პროფკავშირ „ლაბორის“ თავმჯდომარე, გიორგი დიასამიძემ განუცხადა, პროტესტის ნიშნად გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნაა ხელფასების ზრდა, რომლის ოდენობა ახლა, სხვადასხვა პოზიციაზე მყოფთათვის 600-800-900 ლარია, გაუფორმდეთ უვადო ხელშეკრულებები. მისი თქმით, თანამშრომლები ასევე ითხოვენ, სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ და პასუხისგებაში მიეცნენ შანტაჟში, ბულინგსა და შეურაცხყოფაში მონაწილე მენეჯერები.

„ამ დროის განმავლობაში დამსაქმებელს ჩვენთან კომუნიკაცია არ ჰქონია. ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე. ახლა, არის მშვიდობიანი პროტესტი და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სამართალდამცველ უწყებებს, რომ მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელების შესაძლებლობა მოგვცეს“, – განაცხადა გიორგი დიასამიძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img