მართვის მოწმობის აღების მაჩვენებელი შემცირდა

Published:

მართვის უფლების მისაღებად გამოცდის მეორე ეტაპი 2022 წლის 25 აპრილიდან დაემატა, რომლის ფარგლებშიც კანდიდატებს ქალაქში, რეალურ დროში, უწევთ გადაადგილება. გამომცდელი აფასებს როგორც პრაქტიკულ უნარებს, ისე ავტომობილის ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით მათ ცოდნას.

აღნიშნულ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის უფროსმა ისაუბრა.

როგორც ზურაბ კიკნაძემ აღნიშნა, 2024 წლის 6 თვის მონაცემებით, მეორე ეტაპის გამოცდაზე გავიდა 31 200-მდე პირი, საიდანაც წარმატებით მხოლოდ 44.9%-მა ჩააბარა. შესაბამისად, გამოდის, რომ გამოცდაზე გასულმა 17 200 მოქალაქემ, რაც პროცენტულად 55.1%-ია მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდა რეალურ მოძრაობაში, ანუ ქუჩაში ვერ ჩააბარა. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მეორე ეტაპის ჩასაბარებლად მათ კიდევ აქვთ ვადა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img