მარნეულში მომხდარ შემთხვევაზე, რა დროსაც 4 წლის ბავშვს თავში სავარაუდოდ, კისტის თოფის ტყვია მოხვდა, შსს-მ გამოძიება დაიწყო

Published:

მარნეულში მომხდარ შემთხვევაზე, რა დროსაც 4 წლის ბავშვს, თავში სავარაუდოდ, კისტის თოფის ტყვია მოხვდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგამოძიებო უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, მარნეულში 4 წლის ბავშვს თავში კისტის თოფის ტყვია მოხვდა. კისტის თოფიდან ტყვია, სავარაუდოდ, მის არასრულწლოვან ძმას გაუვარდა. 4 წლის ბავშვი თბილისშია გადმოყვანილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინგოროყვას კლინიკაში განუცხადეს, მათ პაციენტის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაცემის ნებართვა მშობლებისგან არ აქვთ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img