თელავში ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია.
იგება ორფენიანი ასფალტის საფარი, მიმდინარეობს ტროტუარებისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობა. სამუშაოებს კახეთში სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო.