ირაკლი ნადირაძე – „ოცნებამ” და პირადად ივანიშვილმა ქუთაისს წაართვა განვითარების მთელი 12 წელი, შეაჩერა ყველა მნიშვნელოვანი პროექტი

Published:

„ოცნებამ” და პირადად ივანიშვილმა ქუთაისს წაართვა განვითარების მთელი 12 წელი, შეაჩერა ყველა მნიშვნელოვანი პროექტი და ახლა დაპირება, რომ ის ყველაფერს გააკეთებს ქუთაისისთვის, არის მორიგი წინასაარჩევნო აფერა, – ასე აფასებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე იმ ფაქტს, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა ტექნოლოგიურ ჰაბად უნდა გადაკეთდეს.

როგორც მან განაცხადა, აღნიშნული ისეთივე ტყუილი დაპირებაა, როგორიც იყო „იაფი ფული, ასი ქარხანა, კომუნალური ტარიფების განახევრება, მილიონი ყველა სოფელს და ა.შ.“

„ქართულმა ოცნებამ” და პირადად ბიძინა ივანიშვილმა მოჰპარა მთელ ქუთაისს წარმატების და განვითარების 12 წელიწადი. შეაჩერა ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც დაწყებული იყო მიხეილ სააკაშვილის დროს. ახლა დაპირება, რომ თითქოს ქუთაისისთვის და ქუთაისელებისთვის ყველაფერს გააკეთებს მორიგი წინასაარჩევნო აფერაა, რადგან აქამდე ამ ადამიანს არაფერი გაუკეთებია. ეს ისეთივე ტყუილი დაპირებაა, როგორიც იყო იაფი ფული, ასი ქარხანა, კომუნალური ტარიფების განახევრება, მილიონი ყველა სოფელს და ა.შ.

ეს პროექტები ქუთაისისთვის და მთელი საქართველოსთვის აუცილებლად განხორციელდება, ოღონდ მას შემდეგ, რაც რუს ოლიგარქ ივანიშვილს და მის კორუმპირებულ “ქართულ ოცნებას” მოვაშორებთ და საქართველოში გაგრძელდება ის კეთილდღეობა და აღმშენებლობა, რომელიც იყო 2003 წლიდან 2012 წლამდე“,- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img