მანანა ჯებაშვილი – „ქართული ოცნება” აუცილებლად დამარცხდება ემიგრაციასთან ბრძოლაში

Published:

საარჩევნო უბნებს ხელისუფლება (საზღვარგარეთ) იმის გამო არ ხსნის, რომ იციან წააგებენ -„ქართული ოცნება” აუცილებლად ემიგრაციასთან ბრძოლაში დამარცხდება, – ამის შესახებ „ევროპული პარადიგმის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მანანა ჯებაშვილმა განაცხადა.

ჯებაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ემიგრაციასთან ბრძოლას აგებს, რის გამოც ისინი მაქსიმალურად ცდილობენ საარჩევნო უბნები არ გახსნან.

„საარჩევნო უბნებს ხელისუფლება იმის გამო არ ხსნის, რომ იციან წააგებენ. ისინი თუ საარჩევნო უბნებს არ გახსნიან, ამით არღვევენ კანონს და ამაზე აგებენ კიდევაც პასუხს.

„ქართული ოცნება” აუცილებლად ემიგრაციასთან ბრძოლაში დამარცხდება. არჩევის უფლება მათ არ აქვთ, არც ცესკოს, არც საგარეო საქმეთა სამინისტროს. ისინი ვალდებულნი არიან შექმნან უბანი, თუ იქ არის 50 ემიგრანტი დარეგისტრირებული საკონსულო აღრიცხვაზე“, – განაცხადა ჯებაშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img