ფოთის მერი – ჩვენ ვაგრძელებთ ფოთში სპორტული ჩემპიონატების განხორციელების ხელშეწყობას

Published:

ფოთში აკადემიურ ნიჩბოსნობასა და კანოე კაიაკში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ჩემპიონატი, სამი დღის მანძილზე, მდინარე კაპარჭინასა და ოქროს ტბაზე მიმდინარეობდა.

შეჯიბრებაში ფოთის, ქუთაისის, ბათუმის, დუშეთის, მცხეთის, აბაშის, წყალტუბოს, რუსთავისა და თბილისის სანიჩბოსნო სკოლების 125 სპორტსმენი ასპარეზობდა.

ინფორმაციის თანახმად, შეჯიბრში წარმატებით იასპარეზე ფოთის სანიჩბოსნო სკოლის სპორტსმენებმა. გამარჯვებულები სიგელებით და მედლებით დაჯილდოვდნენ.

„ფოთის გუნდსა და ასევე, ყველა გამარჯვებულ მონაწილეს ვულოცავ წარმატებით ასპარეზობასა და საპრიზო ადგილებზე გასვლას. მადლობას ვუხდი საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნულ ფედერაციას აღნიშნული ჩემპიონატის ორგანიზებისთვის. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ფოთში სპორტული ჩემპიონატების განხორციელების ხელშეწყობას“, – განაცხადა ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ.

ფოთის მერიის ინფორმაციით, ჩემპიონატი საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით მოეწყო.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img