ზელენსკი – მოსკოვის შესაძლო რეაქციის გამო, უკრაინის მეზობელ ქვეყნებს ეშინიათ რუსული რაკეტების ჩამოგდება

Published:

უკრაინის მეზობელ ქვეყნებს ეშინიათ რუსული რაკეტების ჩამოგდება მოსკოვის შესაძლო რეაქციის გამო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა მეზობელ ქვეყნებთან სამომავლოდაც განიხილავს მათ მიერ უკრაინის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობას.

ზელენსკი მიიჩნევს, რომ საჭიროა ქვეყნების კოალიცია, რადგან ერთი ქვეყნისთვის „ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა“.

პოლონეთთან თავდაცვის შეთანხმებაში არის პუნქტი, რომელიც განიხილავს ვარშავის მიერ უკრაინის თავზე რუსული რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობას.

ამავდროულად, ნატო-ს წამყვანი ქვეყნების (აშშ, გერმანია და დიდი ბრიტანეთი) ლიდერებმა, ასევე ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადეს, რომ ნატო-ს ქვეყნები არ ჩამოაგდებდნენ რუსულ რაკეტებს, რათა „არ გახდნენ ომის მონაწილეები“.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img