“ფორთოხლის გამყიდველ”, აქტივისტ ვიტალი გუგუჩიას ბრალი წარუდგინეს

Published:

“ფორთოხლის გამყიდველ”, აქტივისტ ვიტალი გუგუჩიას ბრალი წარუდგინეს – სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მისულ გუგუჩიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს და 154-ე მუხლის პირველის ნაწილით წარუდგინეს, რაც ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლას გულისმობს.

როგორც მან ჟურნალისტებთან ბრალის წარდგენის შემდეგ თქვა, მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰქონია და მომხდარის უკან “ოცნების” დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე დგას.

საქმე ეხება “ოცნების” პროპაგანდისტული პოს ტვ-ის გადამღები ჯგუფის გუგუჩიას სახლში მისვლას, რასაც ჩხუბი მოჰყვა.

ცნობისთვის, რუსული კანონის მიღების დღეს, “ოცნების” დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ერთ-ერთ აქტივისტს, რომელმაც მას “მონა” უწოდა, ქუჩაში გაეკიდა, გზად ხილ-ბოსტნის მაღაზიიდან ფორთოხალი გაიტაცა და ახალგაზრდას ესროლა. სწორედ ეს მაღაზია ეკუთვნის ვიტალი გუგუჩიას და მის ოჯახს, რომელთანაც ჯაფარიძე მეორე დღეს “ბოდიშის” მოსახდელად მივიდა.

“ფორთოხალი პრობლემა არ არის, თქვენ მომავალი წაგვართვით”. – ასე უპასუხა მოქალაქემ ბიძინა ივანიშვილის დეპუტატ ჯაფარიძეს, რომელიც მასთან ბოდიშის მოხდის მიზნით მივიდა – “თქვენი ფორთოხალი ვისროლე და ბოდიშის მოსახდელად მოვედი”.

სწორედ ამ დიალოგის შემდეგ ჩააკითხა პოსტვს-ს გადამღებმა ჯგუფმა გუგუჩიას ოჯახს სამეგრელოში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img