ვოლსკი – სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციის სახე

Published:

“ქართული ოცნება” მიხეილ სააკაშვილის შეწყალების გაშიფრულ გეგმაზე საუბრობს. როგორც სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, მას შემდეგ, რაც საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე სააკაშვილს პატიმრობა შეეფარდა, მისმა განცხადებებმა დაადასტურა, რომ ყოფილი პრეზიდენტი მოქმედისგან შეწყალებას ელოდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეა.

“აქ უკვე ეჭვი ჩნდება, ამხელა აჟიოტაჟის ატეხა ამ თემაზე, ნიშნავს იმას, რომ რაღაც სტრატეგიული ჩანაფიქრი არსებობდა, რომელიც კვლავ რევოლუციური სცენარის განვითარებას, სააკაშვილის გამოშვებას, ხალხში დისონანსის შემოტანას, დაპირისპირებების განვითარებას ეხება. მე პირადად, ამასთან დაკავშირებით სხვა აზრი არ მაქვს. როგორც ჩანს, ჩანაფიქრი იყო, რომელშიც სააკაშვილი და სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობენ შეთანხმებულად და ხმააწყობილად. რასაკვირველია, სალომე ზურაბიშვილი არის ერთ-ერთი ლიდერი, ოპოზიციის სახე და სააკაშვილის თანამოაზრე იმ ბნელი საქმისთვის, რომელსაც არეულობა, დესტაბილიზაცია ჰქვია. ნათელ მომავალს ჰპირდებიან ხალხს თავის ლოზუნგებში და, პრინციპში, ბნელი მომავლით ემუქრებიან,” – აცხადებს გია ვოლსკი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img