ვოლსკი – ზურაბიშვილის წინადადების მიღება არ შეიძლება, ეს პოლიტიკურ სივრცეს დააზიანებს

Published:

რასაკვირველია, სალომე ზურაბიშვილის წინადადების მიღება არ შეიძლება – ეს პოლიტიკურ სივრცეს დააზიანებს! – ასეთია პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის შეფასება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დებატებში ბიძინა ივანიშვილის გამოწვევაზე.

ვოლსკის აზრით, „ეს იმ შანტაჟსა და პოლიტიკურ სპეკულაციაზე წასვლა იქნება, რასაც მათ „ნაციონალური მოძრაობა“ და სალომე ზურაბიშვილი სთავაზობს“.

„მიზანია, როგორმე რაღაცით ტონი აიმაღლონ, იქნება ბიძინა ივანიშვილი თუ პრემიერ-მინისტრი, შევიდნენ მათთან დებატებში.

სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით არის პოსტზე, სადაც მან ყველა ვალდებულება დაარღვია. სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ ის არის კონსტიტუციის დამრღვევი. ასეთ ვითარებაში მისი მოთხოვნა უსაფუძვლოა. გარდა ამისა, პირდაპირ შეიძლება დავარქვათ, რომ ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია სწორედ იმ მიზნით, რომ რაღაცით თავი წარმოიჩინოს, მაშინ როცა „ქართულმა ოცნებამ” ის, როგორც ნეიტრალური პოლიტიკური ფიგურა, როგორც დიასპორის წარმომადგენელი, როგორც ქალბატონი, ევროპელი წამოსწია იმ პოსტზე, რასაც ის დღეს ფორმალურად იკავებს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img