ფოთის მერია – ფოთში, კონსტიტუციის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურა მოწყობის მასშტაბური სამუშაოები დასრულდა

Published:

ფოთში, კონსტიტუციის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურა მოწყობის მასშტაბური სამუშაოები დასრულდა.

ფოთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონსტიტუციის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად მოეწყო. 2 კილომეტრამდე სიგრძის გზის მონაკვეთზე ორი ფენა ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო. მოეწყო რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები, მიერთებები, ეზოებში შესასვლელები, ასევე ტროტუარები, ბეტონის ბორდიურები და გამწვანებული სივრცეები. დამონტაჟდა ახალი გარე განათების სისტემა. განხორციელდა გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა და დამონტაჟდა საგზაო ნიშნები.

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე მაჟორიტარ დეპუტატთან, გიორგი ხახუბიასთან ერთად, კონსტიტუციის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივებს ქალაქისთვის საჭირო სხვადასხვა საკითხზე ესაუბრა.

“ჩვენთვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას კვლავ გავაგრძელებთ და ხელს შევუწყობთ ქალაქში როგორც ქვეითების, ასევე, ავტომობილების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას”, – განაცხადა ფოთის მერმა ვაჭარაძემ.

კონსტიტუციის ქუჩაზე გზის მოწყობა სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img