სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ კასპის სოფლებში იმყოფებოდა

Published:

სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში გორაკასა და საკორინთლოში იმყოფებოდა.

ადგილობრივებმა სახალხო დამცველს სოფლებში არსებული პრობლემები გააცნეს. მათი თქმით, მთავარ გამოწვევას ისევ და ისევ უსაფრთხოება წარმოადგენს, რადგან საოკუპაციო ძალები უკან არ იხევენ – იტაცებენ ჩვენს თანამოქალაქეებს. გარდა ამისა. მოსახლეობას ეშინია საკუთარი სახნავ-სათესი მიწების დამუშავების, რადგან იციან რომ საფრთხეში აღმოჩნდებიან.

ამ ყველაფერს ემატება სოციალური პრობლემებიც, ადგილობრივები ხელისუფლების უყურადღებობაზე საუბრობენ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img