გიორგი ბოტკოველი – 26 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა გადავარჩინოთ საქართველო

Published:

იორმუღანლოშიც, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ხალხი ქვეყნის გადარჩენას ითხოვს. 26 ოქტომბერს ჩვენ ყველამ ერთად უნდა გადავარჩინოთ საქართველო და შევქმნათ ისეთი სახელმწიფო, სადაც ყველა მშრომელი ადამიანის შრომა დაფასებული იქნება, – ამის შესახებ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა იორმუღანლოს ბაზარში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

“ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა ადგილზე გაეცნენ მოსახლეობის პრობლემებს და საარჩევნო და ეკონომიკური ხედვები გააცნეს.

გიორგი ბოტკოველის თქმით, მოსახლეობას ქვეყნის გადარჩენა და იმ შრომის დაფასება სჭირდება, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში ეწევა.

„ხელისუფლება ტყუილი დაპირებებით მოვიდა, მთელი წლების განმავლობაში ქვეყნის სუვერენიტეტსა და ადამიანების ინტერესებს აზიანებს. მოსახლეობას ყოველდღიურად აღარიბებს, ამიტომ დღეს იორმუღანლოშიც და იქ სადაც ჩვენ შეხვედრები გვქონდა, ყველა, აბსოლუტურად ერთი და იმავე მოსახლეობა რაიმეს ითხოვს. მოსახლეობას სჭირდება ქვეყნის გადარჩენა, მშრომელ ადამიანს, გლეხს სჭირდება იმ შრომის დაფასება, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში ეწევა, მაგრამ ბოლოს კაპიკებადაც კი ვერ ასაღებს იმ ნაშრომს, რომელსაც ის მთელი წლის განმავლობაში მოიწევს. ამიტომ 26 ოქტომბერი არის დღე, როდესაც ჩვენ, ყველამ ერთად უნდა გადავარჩინოთ საქართველო და დარწმუნებული ვარ, რომ ხალხის ამისთვის მზად არის და ყველა ერთად გავისტუმრებთ ივანიშვილის ამ მავნებლურ, მაფიოზურ ხელისუფლებას სახლში და ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ იქნება ისეთი გარემო, რომელიც პირველ რიგში დააფასებს მშრომელი ადამიანის შრომას“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img