პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოსა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი გენო პეტრიაშვილი (+125კგ) ასპარეზობს.
ქართველმა ფალავანმა მერვედფინალურ ეტაპზე უკრაინელი ოლექსანდრ ხოციანივსკი 11:0 დაამარცხა და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა.
პეტრიაშვილის მეტოქე მეოთხედფინალში მეშვიდე ნომრად განთესილი პოლონელი რობერტ ბარანი იქნება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ოლიმპიადაზე გამოსვლა გუშინ დაიწყო, 86კგ წონით კატეგორიაში ვლადიმერ გამყრელიძე პირველივე შეხვედრაში დამარცხდა.