რუსეთის ლიპეცკის ოლქში სამხედრო აეროდრომი იწვის

Published:

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ადასტურებს, რომ ლიპეცკის ოლქის სამხედრო აეროდრომზე ხანძარი გაჩნდა.

აეროდრომი მდებარეობს დასახლებულ პუნქტებთან, სადაც მანამდე ევაკუაცია გამოცხადდა.

“მაცხოვრებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შემდეგი დასახლებების ევაკუაციის შესახებ: კოპცევი ხუტორი, ფედოროვკა, იაკოვლევკა, ტინკოვკა”, – განაცხადა გუბერნატორმა იგორ არტამონოვმა.

ღამით რუსეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა უპილოტო თვითმფრინავებით მასიური თავდასხმის შესახებ, დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რამაც შეაფერხა ელექტროენერგიის მიწოდება და მოხდა ფეთქებადსაშიში ობიექტების დეტონაცია.

ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 

მისივე თქმით, დაშავებულია ექვსი ადამიანი, რომლებიც ლიპეცკის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img