მწვერვალ შხელდაზე დაიღუპა მთამსვლელი არჩილ ბადრიაშვილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ის, სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად დაიღუპა.
შემთხვევა გუშინ, 11 აგვისტოს მოხდა.
შსს-ს მიერ გავრცელებული ცნობით, მაშველებმა, სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე მყოფი სამი მთამსვლელი უვნებლად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში გადმოიყვანეს, მეოთხე პირს კი ეძებდნენ.
„მთამსვლელების ინფორმაციით, მწვერვალზე მყოფი ერთ-ერთი პირი სავარაუდოდ მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო კი, დარჩენილი სამი პიროვნება ვერ ახერხებდა დამოუკიდებლად გადაადგილებას და სამაშველო ჯგუფის დახმარება მოითხოვეს“, – განაცხადა შსს-მ.