მედვედევი – კიევი დამსახურებულ სასჯელს მიიღებს

Published:

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, კიევის რეჟიმი დამსახურებულ სასჯელს მიიღებს კურსკის ოლქში განხორციელებული ტერაქტის გამო.

„უკრაინამ ჩვენს ტერიტორიაზე ტერაქტი განახორციელა. ისინი, რა თქმა უნდა, მიიღებენ დამსახურებულ სასჯელს იმის გამო, რაც გააკეთეს“, – აღნიშნა მედვედევმა.

შეგახსენებთ, გასული კვირის დასაწყისიდან უკრაინელი სამხედროები კურსკის ოლქის ტერიტორიაზე ოპერაციას ახორციელებენ. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის თქმით, ამ დროისთვის, ისინი რუსეთის დაახლოებით 1 000 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიას აკონტროლებენ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img