Ხვალიდან, გმირთა მოედნზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

Published:

თბილისის მერიის ინფორმაციით, გმირთა მოედნის ესტაკადაზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.

მერიის განცხადებით, გმირთა მოედნის ესტაკადაზე ვარაზისხევის მიმართულებით არსებული სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება.

„დაგეგმილი სამუშაოების გამო, ვარაზისხევისკენ მიმავალ გზაგამტარზე, 14 აგვისტოს 23:00 საათიდან ათი დღის განმავლობაში, ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img