გენო პეტრიაშვილს მშობლიურ გორში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

Published:

პარიზის ოლიმპიადიდან დაბრუნებულ გენო პეტრიაშვილს მშობლიურ გორში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.

ოლიმპიური ჩემპიონისთვის მისალოცად და ამ დიდი გამარჯვების აღსანიშნავად გულშემატკივრები თეატრის სკვერში შეიკრიბნენ.

ოქროს მედალოსანმა გენო პეტრიაშვილმა გორელ ქომაგებს და სრულიად საქართველოს მადლობა გადაუხადა გულშემატკივრობისთვის და განაცხადა, რომ ეს გამარჯვება ჩვენი ქვეყნის უახლეს გმირებსა და საქართველოს ეძღვნება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img