კურსკის ოლქიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს ზაპოროჟიეს ოლქში გადაიყვანენ

Published:

რუსეთის კურსკის ოლქიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანენ.როგორც კურსკის ოლქის გუბერნატორმა, ალექსეი სმირნოვმა „ტელეგრამზე“ დაწერა, იძულებით გადაადგილებულ რუს მოქალაქეებს ზაპოროჟიეს ოლქში გადაიყვანენ.

სმირნოვის თქმით, ზაპოროჟიეს ოლქის გუბერნატორ ევგენი ბელიცკისგან მიიღო შეთავაზება, კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირები, „განასახლონ აზოვის ზღვის პირას მდებარე სანატორიუმებსა და პანსიონატებში, ბერდიანსკიდან კირილოვკამდე“.

კურსკის ოლქის გუბერნატორის განმარტებით, მოქალაქეების ზაპოროჟიეს ოლქში გადასაყვანად პირველი რეისები უახლოეს დღეებში დაიგეგმება.12 აგვისტოს მონაცემებით, რუსეთის ხელისუფლების მიერ კურსკის ოლქიდან 121 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.უკრაინის შეირაღებული ძალების სამხედრო ოპერაცია კურსკში 6 აგვისტოს დაიწყო და დღემდე გრძელდება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img