პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანს, ილია სულამანიძეს, საჩუქრად, საცხოვრებელი აპარტამენტი გადაეცემა!

Published:

მულტიფუნქციური კორპორაცია „სფერო ჰოლდინგი“ პარიზის 2024 წლის ვერცხლის მედალოსანს, ძიუდოისტ ილია სულამანიძეს საჩუქრად საცხოვრებელ აპარტამენტს გადასცემს.

23 წლის ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი და ევროპის ჩემპიონატის ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს პრიზიორია.

ქართველი ძიუდოისტი (-100 კგ) ილია სულამანიძე თავის სადებიუტო ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალს დაეუფლა. პარიზის ოლიმპიადის ფინალში ის მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევთან დამარცხდა.

“სფერო ჰოლდინგის” დამფუძნებლის, გიგა წულეისკირის გადაწყვეტილებით, ილია სულამანიძეს საცხოვრებელი აპარტამენტი სასტუმრო კომპლექს “მწვანე ჰორიზონტში” გადაეცემა.

კორპორაცია ქვეყნის მასშტაბით უმნიშვნელოვანეს პროექტებს ახორციელებს. შეგახსენებთ, რომ ჰოლდინგის დამფუძნებელმა, გიგა წულეისკირმა, პრემიუმ კლასის აპარტამენტები უკვე გადასცა გიორგი მამარდაშვილსა და ლაშა ბექაურს, ხოლო ოლიმპიური ჩემპიონებისთვის, გენო პეტრიაშვილისა და ლაშა ტალახაძისთვის, გრანდიოზული საჩუქრების გადაცემის შესახებ მან თავად დაანონსა საკუთარ ოფიციალურ “Facebook” გვერდზე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img