ამერიკელი მსახიობის, მეთიუ პერის სიკვდილთან დაკავშირებით ორ ექიმსა და კიდევ სამ პირს, მათ შორის მსახიობის პირად ასისტენტს, პერის კეტამინით მომარაგებისთვის ბრალი წარუდგინეს.
ადვოკატის, მარტინ ესტრადას თქმით, ბრალდებულები კრიმინალური ქსელის წევრები იყვნენ, რომლებიც მეთიუ პერისა და სხვებს ნარკოტიკულ საშუალებას აწვდიდნენ.
მეთიუ პერი 54 წლის ასაკში 28 ოქტომბერს საკუთარ აბაზანაში იპოვეს გარდაცვლილი.