ბაიდენი – არცერთმა მთავარსარდალმა არ უნდა დახაროს თავი დიქტატორის წინაშე, როგორც ტრამპი აკეთებს პუტინის წინაშე

Published:

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა.

ბაიდენმა თავდაპირველად ისაუბრა ქვეყნის შიგნით მიღწეულ წარმატებებზე. ამასთან, ჯო ბაიდენმა ყურადღება გაამახვილა რუსეთ-უკრაინის ომზე და აღნიშნა უკრაინისა და ნატო-ს სიმტკიცე რუსეთის აგრესიის წინაშე.

„არცერთმა მთავარსარდალმა არ უნდა დახაროს თავი დიქტატორის წინაშე, როგორც ტრამპი ხრის თავს პუტინის წინაშე. მე არასდროს გამიკეთებია ეს და გპირდებით, კამალა ჰარისიც არასოდეს გააკეთებს ამას“, – აღნიშნა ბაიდენმა.

სიტყვით გამოსვლისას ბაიდენი შეეხო ისრაელსა და ღაზას შორის ომსაც. Პრეზიდენტის თქმით, დაუღალავად მუშაობს, რათა კონფლიქტის დასასრულებლად და მძევლების სახლში დასაბრუნებლად მის მიერ ახლო აღმოსავლეთისთვის წარდგენილი სამშვიდობო გეგმა მიღებული იყოს ყველა მხარის მიერ.

„ჩვენ დღედაღამ ვმუშაობთ, რათა თავიდან ავიცილოთ უფრო ფართო ომი და დავაბრუნოთ მძევლები თავიანთ ოჯახებში, დაუყოვნებლივ გავზარდოთ ჰუმანიტარული, საკვები დახმარება ღაზაში, რათა დავასრულოთ პალესტინელი ხალხის ტანჯვა, ბოლოს და ბოლოს მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას და დავასრულოთ ეს ომი“, – განაცხადა ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას.

ამერიკის პრეზიდენტი ასევე გამოეხმაურა ყრილობის პარალელურად მიმდინარე პალესტინის მხარდამჭერ აქციას.

„ქუჩაში მყოფ მომიტინგეებს სწორი არგუმენტები აქვთ. ბევრი უდანაშაულო ადამიანი იღუპება ორივე მხარეს“, – თქვა ბაიდენმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img