ეგვიპტის პრეზიდენტი – დადგა დრო, ღაზაში მიმდინარე ომი დასრულდეს

Published:

დადგა დრო, ღაზაში მიმდინარე ომი დასრულდეს, – ამის შესახებ ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდულ-ფათაჰ ალ-სისიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„დადგა დრო, რომ მიმდინარე ომი დასრულდეს, გონიერებას მივმართოთ და მშვიდობისა და დიპლომატიის ენა დავიცვათ“, – განაცხადა აბდულ-ფათაჰ ალ-სისიმ.

ეგვიპტის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „კონფლიქტის მთელ რეგიონში გავრცელების საშიშროების“ გამო ყველა მხარემ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img