ნიკა მელია „ოცნების“ მუქარაზე – კონსტიტუციური უმრავლესობა სჭირდებათ, რომ გასამართლდეს ყველა ივანიშვილის გარდა

Published:

“ოცნება” გასამართლებით იმუქრება – კოალიცია “ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ამბობს, რომ მმართველ გუნდს კონსტიტუციური უმრავლესობა იმისთვის სჭირდება, რომ ყველა გასამართლდეს ივანიშვილის გარდა.

,,ჩვენ ხელს ვუწყობთ ”ქართული ოცნების” პროპაგანდის გავრცელებას, როდესაც ვეხმიანებით და ვეხმაურებით ”ქართული ოცნების” ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას, რომელიც გულისხმობს რომ არჩევებში შემდეგ ყველა ოპოზიციური პარტია უნდა გაუქმდეს. აი ეს განცხადება გაავრცელეს, როგორც ანტისახელმწიფოებრივი წარმონაქმნები. რატომ აკეთებენ ამ განცხადებებს, ვინაიდან ცნობენ ხალხის განწყობას და იცნობენ. სჭირდებათ კონსტიტუციური უმრავლესობა, მათი აზრით, რომ გასამართლდეს ყველა ივანიშვილის გარდა”, – ამბობს ნიკა მელია.

არჩევნების შემდეგ “ოცნება” სამართლებრივ რეპრესიებს აანონსებს. მმართველი გუნდი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ “საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, დავაინიცირებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება”- წერია განცხადებაში.

Მათოვე მტკიცებით არჩევნები “ნაცილური მოძრაობისთვის” ნიუნბერგის პოლიტიკურ განაჩენად.

“ოქტომბრის არჩევნები უნდა იქცეს ერთგვარ ნიურნბერგის პოლიტიკურ განაჩენად „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომელიც შესაბამის სამართლებრივ პროცესს მყარ ნიადაგს შეუქმნის.”

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img