ქოჩორაშვილი – „ლევანტესთან“ თუ მის გარეშე, ასეთივე ან უკეთესი კემპი მალე დაიგეგმება

Published:

გიორგი ქოჩორაშვილმა თბილისში „ლევანტეს“ საზაფხულო ბანაკის (კემპი) მონაწილეებს მიმართა, ხოლო ვინც ვერ დარეგისტრირდა, ახალი კემპის ორგანიზებას შეპირდა.

„მადლობა მინდა გადაგიხადოთ (გოლის) მოლოცველისთვის, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნისვნელოვანი და ბედნიერი დღეა, როდესაც დიდ დიღომში მიმდინარე „ლევანტეს“ კემპში უკვე 135 ბავშვმა მოახერხა ვარჯიში.

ამავე დროს, გულნატკენი ვარ, რომ დარეგისტრირება ყველა ბავშვმა ვერ მოახერხა, მაგრამ მათ მინდა მოვუწოდო, რომ არასოდეს დანებდეთ, იშრომეთ და ღმერთი და ფეხბურთი მონდომებას აუცილებლად დაგიფასებთ. მალე დაიგეგმება ასეთივე ან უკეთესი კემპი, „ლევანტესთან“ თუ მის გარეშე.

ასევე მინდა მოვუწოდო გოგონებს, რომ იაქტიურონ, რადგან საქართველოში ქალთა ფეხბურთი ძალიან მაგრად ვითარდება. ვხედავთ, ჩვენი ეროვნული ნაკრები როგორ დონეზე თამაშობს. ამიტომ შემდეგ შეკრებებზე კეპმში მონაწილეობას გოგონებიც მიღებენ“, – ამბობს გიორგი ქოჩორაშვილი.

ამასობაში „ლვენატეს“ სოციალური კონტენტის მენეჯერმა ხავიმ საქართველოში სტუმრობის შესახებ ქართულ ენაზე მორიიგ პოსტი დაწერა: „რა მენაღვლება?! ჯვარზეც ვიყავი, შავი და თეთრი არაგვიც ვნახე და ხვლიკისფერი სვეტიცხოველიც. ჩემო ქართველო მეგობრებო, დაუჯერებელია ის სიყვარული, რასაც თქვენგან ვიღებ და ჯერ მხოლოდ ერთი დღეა რაც აქ ვარ. იმედია, შევძლებ ყველას დაგიბრუნოთ ის სითბო, რასაც ჩემ მიმართ ამჟღავნებთ“.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img