უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

Published:

უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა.ამის შესახებს ინფორმაციას სოციალურ ქსელებში დეპუტატები – იაროსლავ ჟელეზნიაკი და რომან ლოზინსკი ავრცელებენ.

„რადამ საბოლოოდ მიიღო დამუშავებული კანონპროექტი უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვის შესახებ“, – წერს ჟელეზნიაკი.

ჟელეზნიაკის ცნობით, კანონი მისი გამოქვეყნებიდან 30 დღეში შედის ძალაში. ამასთან, ერთ-ერთი პუნქტით, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის თემებს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან კავშირების გასაწყვეტად ცხრათვიანი ვადა მიეცემათ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img