ოდიშარიას მტკიცებით, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებულებზე მისი განცხადება “დაამახინჯეს”

Published:

ქართული ოცნების წევრი, ბექა ოდიშარია ამტკიცებს, რომ ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეზე გაკეთებული მისი განცხადება დამახინჯებული ფორმით გავრცელდა. 

ოდიშარია სიყალბის გავრცელებაში TV პირველს და მის ჟურნალისტს ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ მან დეზინფორმაცია “პირადი წყენიდან გამომდინარე” გაავრცელა. 

“დაკავებულ პირებთან დაკავშირებით ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებისგან განსხვავებით, სიყალბეს და ფეიკ ნიუსს ავრცელებს, პირადი წყენით თუ დამოკიდებულებით გამსჭვალული, ზედ დამატებული არაპროფესიონალიზმით და არაკეთილსინდისიერებით გამორჩეული TV პირველის ჟურნალისტი ნინო ღვედაშვილი, რომელიც მინდა ხაზი გავუსვა რომ ის არ ყოფილა ჟურნალისტი, რომელმაც მე ინტერვიუ ჩამომართვა ამ საკითხზე, მან კიდევ ერთხელ ვიმეორებ პირადი წყენიდან გამომდინარე, რომელსაც ემატება მისი არაპროფესიონალიზმი და სამწუხაროდ, გამოკვეთილი მიდრეკილება დეზინფორმაციის გავრცელებისაკენ შექმნა ნიუსი რომლითაც დაამახინჯა ჩემი ნათქვამი და გამოხატული პოზიცია”, – წერს ოდიშარია. 

ამასთან, ფეისბუქ პოსტში ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც ახსენებს და მის გამოხმაურებას “უტაქტოსა და უადგილოს” უწოდებს.  

“არ ჩამორჩა პრეზიდენტი, რომელიც ჩემს ამ ინტერვიუს უტაქტოდ და უადგილოდ გამოეხმაურა! ეს ჩვეული “რასპასოვკა” ფეიკ ჟურნალისტების და პრეზიდენტის,თუ კოლექტიური ნაცმოძრაობის წევრების მონაწილეობით არახალია! ავიწყდებათ ორივე აქტორს, რომ ტყუილს მოკლე ფეხი აქვს და ის პეპელაზე ნაკლებ ხანს ცოცხლობს. აი მატყუარის და ცილისმწამებლის იარლიყი კი ადამიანს დიდხანს მიყვება ცხოვრებაში”, – დაწერა ოდიშარიამ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img