23 და 24 აგვისტოს, თბილისში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება

Published:

23 და 24 აგვისტოს, თბილისში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება.

ღონისძიებების ორგანიზატორია “ქართულ-უკრაინული პლატფორმა“ და “უკრაინელი აქტივისტები საქართველოში“.

23 აგვისტოს, 19:00 საათზე, მშვიდობის ხიდთან უკრაინის ეროვნული დროშის დღისადმი მიძღვნილი აქცია-მსვლელობა გაიმართება. ორგანიზატორთა ცნობით, შეკრება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მშვიდობის ხიდის შესასვლელთან, 18:40 საათზე დაიწყება. შემდეგ კი, მსვლელობის მონაწილეები მშვიდობის ხიდზე უკრაინის დროშას გადმოფენენ.

“გავერთიანდეთ! ჩვენი დროშა – მშვიდობისა და თავისუფლების სიმბოლო – მაღლა უნდა ავაფრიალოთ და მსოფლიოს გამოვუცხადოთ: – დღეს უკრაინა არის ამ სამყაროში სინათლისა და სიკეთის გამარჯვების გარანტი“, – ამბობენ აქციის ორგანიზატორი უკრაინელი აქტივისცები.

24 აგვისტოს, 12:00 – 17:00 საათზე, უკრაინული სახლი სხვადასხვა აქტივობებს უმასპინძლებს. კერძოდ, მოეწყობა უკრაინელი მწარმოებლების კრაფტული პროდუქციისა და ნუგბარის ბაზრობა; პროექტი “ფესვების” სახელოსნო: – სამკაულების დამზადება; ბავშვების ზონა; საკონცერტო პროგრამა; ინტელექტუალური თამაში “დობრომირი”; უკრაინული ენის ანტიგაკვეთილი.

24 აგვისტოს, 19:00 საათზე, ტარას შევჩენკოს ძეგლიდან საქართველოს პარლამენტამდე საზეიმო მსვლელობა გაიმართება. 20:00 საათზე, ათონელის ქუჩაზე მუსიკალური პროგრამა RadioCafe-ში დაიწყება. კონცერტზე შეგროვებული თანხა სრულად ნინო ქათამაძის ფონდში გადაირიცხება და უკრაინიდან ლტოლვილ ბავშვებს მოხმარდება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img