ირაკლი ქადაგიშვილი – ჩვენს საარჩევნო კამპანიაში საუბარი არ არის ოპოზიციის გაქრობაზე

Published:

ჩვენს საარჩევნო კამპანიაში საუბარი არ არის, რომ ქვეყანაში ოპოზიცია უნდა გაქრეს, საუბარია იმაზე, რომ ოპოზიციას ქვეყანა უნდა უყვარდეს, ის ოპოზიცია არ უნდა იყოს, რომელიც მუდმივად გარე დაკვეთას ასრულებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია აუცილებელი მოცემულობაა და არ შეიძლება, თავისუფალ სამყაროში ოპოზიცია არ იყოს.

„ყველას კარგად გვახსოვს, ოპოზიცია რას მოგვიწოდებდა, საქართველოს რას აბრალებდნენ – სააკაშვილი ვაშიმშილეთ და პუტინის დავალებით მოვწამლეთ, ეს არის ეროვნული ოპოზიცია? ეს იყო სრული ფეიკი, მაგრამ სადაც კი შეიძლებოდა, საქართველოს ბოლომდე აზიანებდნენ. უკრაინის ომის შემდეგ რა მოწოდებები იყო? – საქართველომ აგრესია დაგმო, უკრაინის სუვერენიტეტს მხარი დაუჭირა, ლტოლვილები მივიღეთ, ჰუმანიტარული დახმარება გავეცით და კონფრონტაციისკენ მოგვიწოდებდნენ. ეს არის საქართველოზე ზრუნვა? – ოპოზიციის ლიდერები დღეს ამბობენ, რომ თურმე, მშვიდობა მნიშვნელოვანია და რუსეთთან ვაჭრობაც. მიხვდნენ, რომ საქართველოს ომში ჩართვის იდეოლოგიით შორს ვერ გავლენ. ოპოზიცია აუცილებელი მოცემულობაა. არ შეიძლება, თავისუფალ სამყაროში ოპოზიცია არ იყოს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img