ირაკლი კობახიძე – უწყვეტმა 12-წლიანმა მშვიდობამ საქართველოს უპრეცედენტო ეკონომიკური წინსვლა მოუტანა

Published:

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მცხეთაში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და უწყვეტი 12-წლიანი მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც კობახიძემ განმარტა, ეკონომიკის განვითარების სწორ რელსებზე დაყენებამ, ბიზნესის თავისუფლებამ და სწორმა სოციალურმა პოლიტიკამ, საქართველოს ხელშესახები პროგრესი მოუტანა.

„უწყვეტმა 12-წლიანმა მშვიდობამ საქართველოს მოუტანა უპრეცედენტო ეკონომიკური წინსვლა: მხოლოდ გასული 3 წლის მანძილზე საქართველოს ეკონომიკა დოლარში ორჯერ გაიზარდა; სამჯერ გაიზარდა სახელმწიფო ბიუჯეტი; ამოქმედდა უპრეცედენტო მხარდაჭერის პროგრამა მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის; ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და რამდენჯერმე გაუმჯობესდა მოსახლეობის სოციალური დაცვის პაკეტი; 72-დან 75 წლამდე გაიზარდა ადამიანების სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა; რამდენჯერმე გაიზარდა საავტომობილო გზების, სკოლების, ბაღების, სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის ტემპი; ყოველწლიურად ასობით მილიონი ლარით ფინანსდება სოფლის მეურნეობის პროგრამები, რამაც აგრარულ სექტორს უპრეცედენტო განვითარება მოუტანა; ხუთჯერ გაიზარდა ბიზნესსექტორის ბრუნვა, სამჯერ გაიზარდა ხელფასები ბიზნესსექტორში, სამჯერ გაიზარდა მრეწველობის ბრუნვა; განახევრდა უმუშევრობა; 700 ათასამდე ჩვენმა თანამოქალაქემ დააღწია თავი სიღარიბეს; საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა ეს არის ის პროგრესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას დემოკრატიულმა გარდატეხამ, უწყვეტმა 12-წლიანმა მშვიდობამ, ეკონომიკის განვითარების სწორ რელსებზე დაყენებამ, ბიზნესის თავისუფლებამ და სწორმა სოციალურმა პოლიტიკამ მოუტანა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img