მოსკოვი დასავლეთის მიერ რუსული აქტივების გაყინვას უპასუხებს

Published:

მოსკოვი დასავლეთის მიერ მისი აქტივების გაყინვას უპასუხებს, რუსეთს აქვს საკმარისი პოლიტიკური და ეკონომიკური ნაბიჯების არსენალი მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს ხელი დაადოს მის ოქროსა და სავალუტო რეზერვებს, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

„რაც ნამდვილად სამუდამოდ დაიკარგება არის ევროკავშირის ფინანსური ინსტიტუტების რეპუტაცია, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში იქმნიდნენ სანდო ოპერატორების იმიჯს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების მტკიცებით, რაც უფრო შორს წავა ევროკავშირი „არალეგიტიმური ანტირუსული სანქციების გაფართოების გზაზე“, მით უფრო დამღუპველი შედეგები მოჰყვება ამას მისი ფინანსური და ეკონომიკური სისტემისთვის.

„საპასუხო ზომები, რა თქმა უნდა, მოჰყვება. ჩვენ გვაქვს შესაბამისი პოლიტიკური და ეკონომიკური ნაბიჯების საკმარისი არსენალი მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს ხელი დაადოს რუსეთის ოქროსა და სავალუტო რეზერვებს“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img