ქადაგიშვილი – „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საქართველოს რყევის დაუსრულებელი ისტორია გვახსოვს, ქვეყანა მყარ ინსტიტუციურ საფუძველზეა

Published:

როცა საუბარია, რა ამოძრავებდა რადიკალურ ოპოზიციას და მასთან ასოცირებულ არასამთავრობო სექტორს თუ პრეზიდენტად წოდებულ სალომე ზურაბიშვილს, ეს იყო სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოქცევა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ინსტიტუტები მყარია, ფუნქციონირებადი და დემოკრატიული.

„ნაციონალური მოძრაობის“ დაუმორჩილებლობის მთელი ციკლი სწორედ აქეთკენ იყო მიმართული. ისინი აცხადებდნენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არ ემორჩილებოდნენ და არ აღიარებდნენ. მათი მხრიდან საქართველოს რყევის დაუსრულებელი ისტორია გვახსოვს. ქვეყანა მყარ ინსტიტუციურ საფუძველზეა, ინსტიტუტები მყარია, ფუნქციონირებადია და დემოკრატიულია. სწორედ ამიტომ, თავიანთი დესტრუქციის მიუხედავად, გადაწყვიტეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში წასულიყვნენ. კარგია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს კართან მივიდნენ. საკონსტიტუციო სასამართლოს თავისი ვერდიქტი ექნება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის წარმომადგენლებმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img