საქართველოს სჭირდება ბიძინა ივანიშვილი – კობახიძემ დააანონსა, რომ ოლიგარქი სხვა შეხვედრებზეც ბრონირებული მინით ივლის

Published:

პრემიერმა კობახიძემ ბიძინა ივანიშვილი მშვიდობის მთავარ გარანტად დაასახელა და ამით ახსნა ის “უსაფრთხოების ზომები”, რომელიც გუშინ, მცხეთაში, ოლიგარქის გამოსვლის დროს მიიღეს. კობახიძემ დააანონსა, რომ სხვა ივანიშვილი შეხვედრებზეც ბრონირებული მინით ივლის:

“ბიძინა ივანიშვილს შეუძლია, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული როლის შესრულება ჩვენს მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების საქმეში. საქართველოს სჭირდება ბიძინა ივანიშვილი, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს სჭირდება ბიძინა ივანიშვილი., ბიძინა ივანიშვილი არის სწორედ მ ქვეყანაში მშვიდობის მთავარი გარანტი და შესაბამისად, მთავარი რისკ-ფაქტორებიც მას უკავშირდება, აქედან გამომდინარე, უსაფრთხოებს გაძლიერებული ზომები, რომლებიც იქნა დღეს მიღებული და რომელსაც მივიღებთ შემდეგ შეხვედრებზეც , არის აბსოლუტურად ლოგიკური” თქვა კობახიძემ მცხეთაში, შეხვედრის დასრულების შემდეგ.” – განაცხადა კობახიძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img