კობახიძე – „ნაცმოძრაობის“ გასამართლება სჭირდება ნათელ, ევროპულ მომავალს

Published:

„ნაცმოძრაობის“ გასამართლება სჭირდება სწორედ ჩვენი ქვეყნის ნათელ, ევროპულ მომავალს. სწორედ ამისთვის, მომავლისთვის არის აუცილებელი „ნაცმოძრაობის“ გასამართლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძის განაცხადა.

კობახიძის თქმით, არ შეიძლება, მუდმივი რისკის პირობებში იყოს ქვეყანა.

„რა თქმა უნდა, ქვეყანა ამის გარეშეც ვითარდებოდა მთელი ამ 12 წლის განმავლობაში და, მათ შორის მცხეთაში ვისაუბრეთ საარჩევნო შეკრებაზე იმ მიღწევებზე, რომლებიც აქვს ქვეყანას. მაგალითად, 28 მილიარდი იყო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, როცა „ნაცმოძრაობამ“ დატოვა ხელისუფლება და დღეს არის მიღწეული თითქმის 90 მილიარდზე. ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიღწევა. შესაბამისად სამჯერ გაიზარდა სახელმწიფო ბიუჯეტი. შემოღებული იქნა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რამდენჯერმე გაიზარდა სოციალური პაკეტის მოცულობა და ასე შემდეგ.

რა თქმა უნდა, ქვეყანა მის გარეშეც ვითარდებოდა, მაგრამ განვითარების კუთხით, გარკვეული დაბრკოლება ყოველთვის ექმნება ქვეყანას, როდესაც ასეთი არაჯანსაღი ოპოზიციაა, რომელიც მუდმივად გესაუბრება ხან რიგგარეშე არჩევნებზე, რევოლუციაზე, ქვეყნის არევაზე და ასე შემდეგ. ეს არის სერიოზული პრობლემა. მეორეც, ზოგადად არის მნიშვნელოვანი, რომ სტაბილურობა გქონდეს დემოკრატიულ სისტემაზე. შენს ქვეყანაში ოპოზიციას უცხოური აგენტურა თუ წარმოადგენს, რომელიც მუდმივად არის მომართული ომისკენ, ქვეყნის არევისკენ, რა თქმა უნდა, რისკები მუდმივად იარსებებს. აქედან გამომდინარე, მომავლისთვის არის აუცილებელი, გასამართლდეს „ნაცმოძრაობა“. ქვეყანა ისედაც განაგრძობს განვითარებას, მაგრამ იმისათვის, რომ შეუფერხებელი იყოს განვითარების პროცესი, „ნაცმოძრაობის“ გასამართლება არის აუცილებელი. არ შეიძლება, მუდმივი მუხრუჭის, მუდმივი რისკის პირობებში ცხოვრობდეს ქვეყანა. „ნაცმოძრაობა“ უნდა გასამართლდეს სწორედ იმისათვის, რომ ქვეყანას ჰქონდეს ნათელი, ევროპული მომავალი“, – განაცხადა კობახიძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img