“სფერო ჰოლდინგის” საჩუქარი ოლიმპიურ ჩემპიონებს

Published:

“სფერო ჰოლდინგის” კიდევ ერთი გრანდიოზული საჩუქარი ოლიმპიურ ჩემპიონებს. კომპანიის დამფუძნებლის გიგა წულეისკირის ინიციატივით გრიგოლეთში “მწვანე ჰორიზონტში” საცხოვრებელი კომპლექსი გენო პეტრიაშვილს და ილია სულამანიძეს გადაეცა.

30 წლის ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულმა, გენო პეტრიაშვილიმა ფინალში ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე დაძაბულ ბრძოლაში 10:9 დაამარცხა და ოლიმპიადის სამგზის მედალოსანი გახდა: 2016 წელს ბრინჯაო მოიგო, ტოკიო 2020-ზე – ვერცხლი, ხოლო პარიზში – ოქრო.

23 წლის ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი და ევროპის ჩემპიონატის ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს პრიზიორია. ქართველი ძიუდოისტი (-100 კგ) ილია სულამანიძე თავის სადებიუტო ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალს დაეუფლა. პარიზის ოლიმპიადის ფინალში ის მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევთან დამარცხდა.

“სფერო ჰოლდინგის” დამფუძნებლის, გიგა წულეისკირის გადაწყვეტილებით, ილია სულამანიძესა და გენო პეტრიაშვილს დაანონსებული საჩუქარი, საცხოვრებელი აპარტამენტი სასტუმრო კომპლექს “მწვანე ჰორიზონტში” გადაეცათ.

კორპორაცია ქვეყნის მასშტაბით უმნიშვნელოვანეს პროექტებს ახორციელებს. შეგახსენებთ, რომ ჰოლდინგის დამფუძნებელმა, გიგა წულეისკირმა, პრემიუმ კლასის აპარტამენტები გიორგი მამარდაშვილსა და ლაშა ბექაურს უკვე გადასცა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img