პრეზიდენტმა 17 მსჯავრდებული შეიწყალა

Published:

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 17 მსჯავრდებული შეიწყალა.

ადმინისტრაციის ცნობით, 13 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 2 ქალი მსჯავრდებულია.

მათივე ინფორმაციით, 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდებულს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img