ცაგერის მერმა, ლევან ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადებით, დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა ცნობად მიიღეს ინფორმაცია ზალკალიანის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.
„საკრებულო ბატონ ლევან ზალკალიანს მომავალ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს”. – წერია განცხადებაში.
ზალკალიანი ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი 2023 წლის აპრილში გახდა მას შემდეგ, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნებში გაიმარჯვა. მისმა წინამორბედმა, გიორგი ნემსაძემ თანამდებობა 2022 წლის ნოემბერში დატოვა.