მასკი ცუკერბერგის წერილზე – ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან კომპანია Meta-ზე ზეწოლა კონსტიტუციის დარღვევაა

Published:

ომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი Meta-ს დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის წერილს გამოეხმაურა, სადაც ცუკერბერგი ბაიდენის ადმინისტრაციას მის კომპანიაზე ზეწოლაში ადანაშაულებს. მასკის შფასებით, საქმე, შესაძლოა, აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორების დარღვევას ეხებოდეს.

“ჩანს, რომ საქმე გვაქვს პირველი შესწორების დარღვევასთან”, – წერს ილონ მასკი X-ზე.

პირველი შესწორების თანახმად, აშშ-ის კონგრესი არ უნდა უჭერდეს მხარს სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმას და მის შეზღუდვას.

მარკ ცუკერბერგი სახელმწიფოს მხრიდან მის კომპანიაზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. “მეტას” დამფუძნებელი წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტისადმი მიწერილ ვრცელ წერილში, სინანულს გამოხატავს იმის გამო, რომ არ იყო უფრო ხმამაღალი “სახელმწიფო ზეწოლის” წინააღმდეგ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img